e) join public environmental protection organisations;
f) participate in the process of the discussion and making of important decisions in the field of environmental protection;
g) receive compensation for damage caused to them due to non-compliance with the requirements of the environmental legislation of Georgia;
h) require, through court proceedings, changes to decisions made on the location, design, construction, reconstruction and operation of environmentally dangerous facilities.
მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში
მოქალაქეს უფლება აქვს:
ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ ჯანსაღ გარემოში;
ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვით სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღების პროცესში;
ზ) მიიღოს ანაზღაურება მისთვის მიყენებული ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.