ცნობები თურქულენოვანი ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობებიდან. საბაზო-საშუალო საფეხურის თურქული ენის პროგრამის შინაარსი
საბაზო-საშუალო საფეხურის თურქული ენის პროგრამის შინაარსი
დონე - III, IV (სIII, სIV)
სარეკომენდაციო შინაარსი
პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სტანდარტში დადგენილი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ჩამონათვალი ვერ იქნება ვერც ამომწურავი და ვერც სავალდებულო. იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დასაშვებია ჩამონათვალის შეცვლა, გადანაცვლება, შევსება, შემცირება. მთავარია, დასასწავლი ენობრივი მასალის და კულტურული თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს:
სტანდარტში მითითებული საკომუნიკაციო ამოცანები
თანამედროვე ენის ნორმები
ასაკობრივი თავისებურებები და მოზარდის ინტერესთა სფერო